Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავალ


ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ წავა. ”მე დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას, ძალიან კარგ მთავრობას და მათზე პასუხისმგებლობას ავიღებ. მე გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში და გავაკონტროლებ ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას", -განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ერთ კაცზე მორგებული არ უნდა იყოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორას წარმომადგენლებს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
XS
SM
MD
LG