Accessibility links

logo-print

სერჟანტ რობერ ბეილსს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ


ამერიკელი პროკურორების თქმით, 16 ავღანელის დახოცვაში ბრალდებულ ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც დღეს უნდა წარდგეს საველე-სამხედრო სასამართლოს წინაშე, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. პროკურორები მიიჩნევენ, რომ სერჟანტმა რობერტ ბეილსმა „ჯოჯოხეთური და სულმდაბალი დანაშაული“ ჩაიდინა. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრალდება მას შემდეგ, რაც მოწმეთა ჩვენებებს გაეცნო წინასწარი გამოძიების პროცესში მიმდინარე მოსმენების დროს. სერჟანტ ბეილსის ადვოკატი თვლის, რომ საველე-სამხედრო სასამართლოსათვის საქმის გადაცემისათვის არ არსებობს საკმარისი მასალა. გამოძიების თანახმად, 11 მარტის ღამეს ბეილსმა დატოვა სამხრეთ ავღანეთში მდებარე სამხედრო ბაზა და ორ სოფელში 16 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დახოცა.
XS
SM
MD
LG