Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაფიცვები დაიწყო


ევროპის ბევრ ქვეყანაში 14 ნოემბერს მთავრობების მიერ შემუშავებული მკაცრი ეკონომიკური მომჭირნეობის ზომების წინააღმდეგ მიმართული ერთიანი გაფიცვის დღე ტარდება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან პროფკავშირები და მემარცხენე პარტიები. მანიფესტაციების მონაწილეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შეკვეცა და ხელფასების, სოციალური შემწეობებისა და პენსიების შემცირება მოსახელობის ყველაზე უფრო სოციალურად დაუცველ და მცირეშემოსავლიან ფენებს დააწვება მძიმე ტვირთად. აღნიშნული მომჭირნეობის პროგრამა საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის, საბერძნეთისა და ევროპის რიგმა სხვა ქვეყნებმა შეიმუშავეს ვალის კრიზისით გამოწვეული ფინანსური პრობლემების შესამცირებლად. ესპანეთში, სადაც უმუშევრობა 25 პროცენტს შეადგენს, ოთხშაბათს არ მუშაობს ტრანსპორტი, დახურულია სკოლები, ხოლო დიდი ქალაქების ქუჩებში ასობით ათასი მოპროტესტე გამოვიდა. უფრო მცირე მასშტაბის გაფიცვებმა ევროპის სხვა ქვეყნებში ნაწილობრივ მოახდინეს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება.
XS
SM
MD
LG