Accessibility links

logo-print

ჰერმან ვან რუმპე საქართველოს ხელისუფლებას ეფექტიანი თანაარსებობისაკენ მოუწოდებს


ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,14 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰერმან ვან რუმპემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩვენებს და ევროკაშირის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, რომ ინტენსიურად და ეფექტიანად ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან ერთობლივი საკითხების გარშემო. „გამოვთქვი რწმენა, რომ პრეზიდენტი ეფექტიანად ითანამშრომლებს მთავრობასთან კოჰაბიტაციის პერიოდში. ასევე ხაზი გაუსვი იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველოს განვითარებაში კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია ითამაშოს,“- განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა თავის მხრივ თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მთელ ძალისხმევას მოახმარს „ევროკავშირში გაწვერიანების პერსპექტივის“ გაჩენას. „ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ თუ სწორად ვიმოქმედებთ საქართველოში, თუ რაღაც საოცრებებს არ ჩავიდენთ, თუ კონფრონტაციას და კინკლაობას არ გადავაყოლებთ საქმეს, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველო არა მხოლოდ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ გაუჩნდეს პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი,-“ განაცხადა ბრიუსელში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG