Accessibility links

logo-print

აფეთქებებში 14 ერაყელი დაიღუპა


ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ოთხშაბათს 14 ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაღმული ავტომობილებით განხორციელებული იერიშების შედეგად. ყველაზე დიდი მსხვერპლი და დაზიანება მოჰყვა ნავთობით მდიდარ ქალაქ ქირქუქში მომხდარ აფეთქებას, სადაც რამდენიმე დანაღმული ავტომობილი ერთბაშად აფეთქდა ხალხმრავალ ადგილზე. იმავე ქირქუქის პროვინციაში კიდევ რამდენიმე ტერაქტი მოხდა. დანაღმული ავტომობილი 14 ნოემბერს აფეთქდა ბაღდადის ცენტრშიც, სადაც ერთი ფეხით მოსიარულე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG