Accessibility links

logo-print

ზაზა გაბუნია: პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდით დაინტერესდება


პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდით დაინტერესდება - ამის შესახებ მთავარ პროკურორთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. მან არჩილ კბილაშვილს გამოძიების დაწყება სთხოვა, რადგან გაბუნიას თქმით, არსებობს ეჭვი, რომ თბილისის განვითარების ფონდი ხარვეზებით და გაუმჭვირვალედ საქმიანობდა. "ეს ეჭვი გააძლიერა იმან, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ, რომელსაც, სარწმუნო ინფორმაციით, მითვისებული აქვს საბიუჯეტო თანხები და ფონდის დოკუმენტაცია", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, პროკურატურისადმი მიმართვამდე არაერთხელ სცადეს თბილისის განვითარების ფონდიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა არც ფონდმა და არც მერიამ შეკითხვებს არ უპასუხეს.
XS
SM
MD
LG