Accessibility links

logo-print

დღეს ბაჩო ახალაია მოინახულეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა


სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მოთავსებული ბაჩო ახალაია დღეს მოინახულეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა. ერთ-ერთმა მათგანმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საპატიმროს იმ ნაწილში, სადაც ამჟამად ყოფილი მინისტრი იმყოფება, სხვა მსჯავრდებულები არ არიან. ზურიაშვილის თქმით, მესამე სართულის მარჯვენა დერეფანში მხოლოდ ბაჩო ახალაია იმყოფება და თავადაც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი უსაფრთხოება გარანტირებულია. ”ბაჩო ახალაის მიაჩნია, რომ ამჟამად მისი უფლებები დაცულია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლოა, ასე აღარ იყოს”, - განაცხადა ნინო ზურიაშვილმა. მისივე ცნობით, ახალაია მის მოთავსებას იმ დაწესებულებაში სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იმყოფებიან ცინიზმად აფასებს, რადგან მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება სწორედ მათ ებრძოდა.
XS
SM
MD
LG