Accessibility links

logo-print

როლანდ ახალაია: ბაჩო ახალაიას შეთითხნილი ბრალდებებით ასამართლებენ


მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას გადაყვანა საპატიმროსთან გააპროტესტეს მისმა ოჯახის წევრებმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად ბაჩო ახალაიას ყოფნა მისთვის სახიფათოდ შეაფასეს. ყოფილი მინისტრის მამამ, პარლამენტის წევრმა როლანდ ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვაჟი ხელისუფლების პირადი პატიმარია და შეთითხნილი ბრალდებებით ასამართლებენ. როლანდ ახალაიას თქმით, "ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში დაუსაბუთებელი, არარსებული ბრალდებების გამო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი."
XS
SM
MD
LG