Accessibility links

logo-print

სოზარ სუბარი: მე-7 საპყრობილეში ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტადაა დაცული


თავდაცვის და შს-თა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ორთაჭალაში მდებარე მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ”ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ბაჩო ახალაიას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო”, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მე-7 საპყრობილეში ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტადაა დაცული. სუბარის ინფორმაციით, ახალაია სრულადაა იზოლირებული დანარჩენი პატიმრებისგან და შენობის იმ ნაწილში, სადაც იმყოფება, სხვა მსჯავრდებულები არ არიან. მინისტრმა აღნიშნა, რომ მე-7 დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობა მცირეა და იქ ნორმალური პირობებია. "სხვა ნებისმიერ საპყრობილეშიც ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან დაცული ვერ იქნებოდა”, - განაცხადა სუბარმა. ორთაჭალის საპატიმროში სასჯელს იხდიან ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები.
XS
SM
MD
LG