Accessibility links

სხვადასხვა ცნობა ვრცელდება პაკისტანში ავღანელი თალიბების გათავისუფლებაზე


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება თალიბი ტყვეების საკითხში პაკისტანსა და ავღანეთს შორის შესაძლო შეთანხმების შესახებ. პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენელი არ ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა თანახმაა, პატიმრობიდან გაათავისუფლოს რამდენიმე ავღანელი თალიბი ექსტრემისტი. ხოლო ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენელი, მასუმ სატნაკზაი ამბობს, რომ ავღანელი თალიბი პატიმრების საკითხი დგას პაკისტანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების დღის წესრიგში, თუმცა მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ შეთანხმებისათვის მათი გამოშვების შესახებ. არადა, დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ პაკისტანში უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე ავღანელი თალიბი პატიმარი. ავღანელი ოფიციალური პირების დელეგაცია პაკისტანში იმყოფება თალიბანის ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის გათავისუფლების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG