Accessibility links

logo-print

ობამა: უსაფრთხოების მხრივ პრობლემა არ შექმნილა პეტრეუსის სკანდალის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისივე თქმით, ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა სკანდალმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის გარშემო. პეტრეუსი გადადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ცოლს ღალატობდა. ობამა ამ საკითხს შეეხო პრეზიდენტის პოსტზე მორიგი ვადით არჩევის შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტმა სხვა თემებზეც ისაუბრა - მაგალითად, პირობა დადო, რომ სრულად ითანამშრომლებს კონგრესის გამოძიებასთან, რომელმაც უნდა დაადგინოს 2012 წლის 11 სექტემბერს ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის გარემოებები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა შეერთებული შტატების ოთხი მოქალაქე, მათ შორის აშშ-ის ელჩი. რაც შეეხება ეკონომიკას, ობამამ განაცხადა, რომ მზად არის ახალი იდეების განსახილველად, თუმცა, არ აპირებს, შეცვალოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარდაჭერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას მდიდრებისათვის.
XS
SM
MD
LG