Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს ღაზაზე


ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო შეტევისა და ჰამასის სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. ისრაელის სამხედროებმა 20–ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ღაზაზე და ერთ–ერთის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის სამხედრო ლიდერი აჰმედ ალ–ჯააბარი. ჰამასის ლიდერმა ისმაილ რადვანმა განაცხადა, რომ ლიდერების დახოცვა ვერ შეარყევს პალესტინელების ნებას და რომ ჰამასი და სხვა დაჯგუფებები გადაწყვეტენ რა გზით უპასუხონ ისრაელს – "ეს ქმედება შურისძიება იქნება", – განაცხადა რადვანმა.
XS
SM
MD
LG