Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ათავისუფლებს თალიბანის წევრ პატიმრებს


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომ თალიბანის წევრ პატიმრებს ათავისუფლებს. ეს არის პაკისტანის საგარეო უწყებისა და ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ გათავისუფლება ავღანეთის მხარის თხოვნით მიმდინარეობს და მისი მიზანი ”შერიგების პროცესის ხელშეწყობაა”. ორი ქვეყანა იმედოვნებს, რომ კეთილი ნების ეს ჟესტი მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის განაწყობს თალიბანს. მოლაპარაკებების შედეგი კი უნდა იყოს ავღანეთში ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება. პაკისტანისა და ავღანეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ თალიბანსა და სხვა შეიარარებულ ჯგუფებს ”მონაწილეობა მიიღონ ავღანეთში ძალადობის დასასრულებლად მიმდინარე შერიგების პროცესში”.
XS
SM
MD
LG