Accessibility links

logo-print

ფილიპ გორდონი ხვალიდან დაიწყებს ოფიციალურ შეხვედრებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გორდონი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების, რაც გამოიხატება მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG