Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა კარნეგის ცენტრში


საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა - ამის შესახებ დღეს იუწყება მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია. მისივე ცნობით, პრეზიდენტმა ისაუბრა ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე და განაცხადა, რომ დღესდღეობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და არაკრიმინალური ქვეყანაა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეგიონისთვის სამაგალითო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითავისოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციას.
XS
SM
MD
LG