Accessibility links

logo-print

აკაკი მინაშვილს შეუძლია ბაჩო ახალაიას ნებისმიერ დროს მონახულება


სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში გადაყვანილი ბაჩო ახალაიას ნებისმიერ დროს, ადმინისტრაციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონახულების უფლება დეპუტატ აკაკი მინაშვილს ბრძანებით მიანიჭა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მინაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრისგან მიიღეს ახალაიას სხვა საპატიმროში გადაყვანის პირობა და სანამ ეს მოხდება, ბაჩო ახალაიას ხშირად შეხვდება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ყოფილი მინისტრის ოჯახი ბაჩო ახალაიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანას იმ მოტივით მოითხოვენ, რომ მე-7 საპატიმროში იმყოფებიან ე.წ. კანონიერი ქურდები, რომელთა მხრიდან ახალაიას საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG