Accessibility links

logo-print

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები 2013 წლის დასაწყისში ესტუმრებიან თბილისს


საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრთა ვიზიტი 2013 წლის დასაწყისში გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ კნუტ ბარტელსის შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის მონაწილეობაზე ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ”თუმცა, განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი და მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან”, - განაცხადა დღეს თავდაცვის სამინისტრომ. მისივე ცნობით, ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაწყებულია.
XS
SM
MD
LG