Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი გახდა


ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა სი ძინპინი, რომელიც ამ პოსტზე ჰუ ძინტაოს ჩაანაცვლებს. სი ძინპინი ასევე დასახელდა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელად. გავრცელებული ვარაუდით, მას მარტში სახელმწიფოს პრეზიდენტადაც დაასახელებენ. ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება, რომ პოლიტბიუროს წევრთა რიცხვი 9-დან 7-მდე შემცირდა. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის ახალი ლიდერები ქვეყნის მოქალაქეებისთვის „უკეთესი ცხოვრების“ უზრუნველსაყოფად იმუშავებენ, კორუფციასთან და ზედმეტ ბიუროკრატიასთან ბრძოლის გზით.
XS
SM
MD
LG