Accessibility links

logo-print

ბირმაში ობამას ვიზიტის წინ პატიმრებს გაანთავისუფლებენ


ბირმა აცხადებს, რომ კეთილი ნების ჟესტის სახით 452 პატიმარს გაანთავისუფლებს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტის წინ - რომელიც 19 ნოემბერს უნდა დაიწყოს. ბირმის სახელმწიფო მედიის ცნობით, განთავისუფლებულებს შორის დისიდენტებიც იქნებიან. ბირმის პრეზიდენტის, თეინ სეინის მთავრობა გარკვეულ დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს, რომლებიც ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისგან გამოყვანას ემსახურება. ამ ცვლილებებამდე, ათწლეულების განმავლობაში ბირმაში სამხედრო მმართველობა იყო, რომლის პირობებშიც უხეშად ირღვეოდა მოქალაქეების უფლებები და უგულებელყოფილი იყო დემოკრატიული პრინციპები.
XS
SM
MD
LG