Accessibility links

logo-print

ისრაელი აცხადებს, რომ თავს დაიცავს ღაზის სექტორიდან დაბომბვისაგან


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ გამოდის გაფრთხილებით, რომ მისი ქვეყანა მიმართავს „ნებისმიერ საჭირო ზომას“ თავისი მოქალაქეების დასაცავად. ამ განცხადების ფონია ისრაელის სამხედრო ოპერაციის გაფართოება ღაზის სექტორიდან პალესტინელების სარაკეტო თავდასხმების გახშირებასთან დაკავშირებით. ნეტანიაჰუ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ისრაელში სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშის შედეგად. ეს იყო ისრაელის მხარეზე პირველი მსხვერპლი მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ოთხშაბათს დაიწყო ოპერაცია ღაზის წინააღმდეგ. ისრაელის მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 13 პალესტინელი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ეგვიპტე და რუსეთი „მიუღებელს“ უწოდებენ ისრაელის ქმედებას. ხოლო ბრიტანეთი გამოდის თავშეკავებისაკენ მოწოდებით, თუმცა აცხადებს, რომ კრიზისზე „მთავარი პასუხისმგებლობა“ ეკისრება პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასს".
XS
SM
MD
LG