Accessibility links

BP დათანხმდა აშშ-თვის 4,5 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდას


ნავთობკომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმი" (BP) თანახმაა, შეერთებული შტატების მთავრობას ექვსი წლის განმავლობაში გადაუხადოს 4,5 მილიარდი დოლარი 2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. ლონდონში დაფუძნებული კომპანია დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანახმაა, თავი დამნაშავედ ცნოს ბრალდებებით, რომლებიც ეხება მექსიკის ყურეში ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად დაიღუპა სადგურზე მყოფი 11 ადამიანი და წყალში ჩაიღვარა დიდი რაოდენობით ნავთობი. BP მრავალი თვე აწარმოებდა მოლაპარაკებას შეერთებული შტატების მთავრობასთან და სპარსეთის ყურის მიმდებარე შტატებთან, კომპენსაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. შეთანხმებამ, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, შესაძლოა მოაგვაროს ნავთობკომპანიის პასუხისმგებლობის საკითხზე დავების დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG