Accessibility links

პროკურატურამ გამოაქვეყნა 15 ნოემბერს დაკავებულთა სია


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების სია, რომლებიც 15 ნოემბერს დააკავეს. ოფიციალურ ვებსაიტზე გვიან საღამოს გამოაქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე" და რომ „მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე“ დაკავებულია 12 პირი. სიაში შეყვანილია თბილისის ვიცე-მერი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილიც. განცხადების თანახმად, პარასკევს მთავარ პროკურატურაში გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც გახმაურდება დეტალური ინფორმაცია დაკავების საფუძვლებთან დაკავშირებით, ხოლო ბრიფინგის შემდეგ „საქართველოს მთავარი პროკურატურა განასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს“.
XS
SM
MD
LG