Accessibility links

logo-print

ცხინვალში პატიმრობა შეუფარდეს ორ ქართველს


ფრონეს ხეობიდან ორი თვის წინ გატაცებულ ორ პირს, დვანში მცხოვრებ ვასილ კობახიძესა და ზურაბ მეკარიშვილს ოსმა სამართალდამცავებმა პატიმრობა შეუფარდეს. მათგან კობახიძეს ერთი, მეკარიშვილს კი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ვასილ კობახიძე და ზურაბ მეკარიშვილი რუსმა სამხედროებმა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათი გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრაზეც დააყენა, მაგრამ უშედეგოდ.
XS
SM
MD
LG