Accessibility links

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ჩავიდა


ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ჰეშამ კანდილი მოკლე ვიზიტით ჩავიდა ღაზის სექტორში, ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ღაზაში კანდილის ჩასვლამდე ისრაელმა განაცხადა, რომ შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას, სანამ რეგიონში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ისრაელის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, ექსტრემისტები კვლავაც უშენენ რაკეტებს ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიას, ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად. წუხელ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასობით დარტყმა განახორციელეს ობიექტებზე ღაზის სექტორში. ოფიციალური ინფორმაციით, ოთხშაბათის შემდეგ, დაღუპულია 18 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები. ხოლო ისრაელში სამი ადამიანი შეეწირა სარაკეტო თავდასხმას.
XS
SM
MD
LG