Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გაათავისუფლა, სულ ცოტა, რვა თალიბი პატიმარი


პაკისტანმა გაათავისუფლა თალიბი პატიმრები, მეზობელ ავღანეთში შერიგების პროცესის ხელშესაწყობად. ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, გათავისუფლებულია, სულ ცოტა, რვა პატიმარი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მეტ თალიბ პატიმარს გამოუშვებენ. შესაბამის შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწიეს ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს დელეგაციის და პაკისტანელი ოფიციალური პირების მოლაპარაკებებზე. თალიბანი პარასკევს გაკეთებული განცხადებით მიესალმა პატიმრების გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG