Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ფილიპ გორდონი


თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი, რომელიც დღეს შეხვდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ გორდონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის კეთდება. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მოხარულია, რომ რთული და კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაცია ხდება. ფილიპ გორდონმა აღნიშნა, რომ აშშ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG