Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: უშუალოდ კუდ-ის თანამშრომლები ახდენდნენ საბაჟოზე ელექტროტექნიკის დაზიანებას


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დავალებული ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ კუდ-ისთვის ეცნობებინა. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის მიღების შემდეგ კუდ-ის თანამშრომლები უშუალოდ ახდენდნენ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გარკვეული ტვირთის გაჩერებას და ელექტროტექნიკის დაზიანებას, რათა მისი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG