Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორის განცხადებით, ხორციელდებოდა უკანონო აუდიო- და ვიდეოთვალთვალი


შსს-ს თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების გამო დღეს თბილისში ბრიფინგი გამარა საქართველოს მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ-მომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის განთავსების სივრცეში აუდიო- და ვიდეოთვალთვალი. კბილაშვილის თქმით, შექმნილი პროგრამით კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. მთავარი პროკურორის ცნობით, მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში და კოალიცია ”ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში.
XS
SM
MD
LG