Accessibility links

logo-print

დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება დაკავებულ მაღალჩინოსნებს


დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 11 მაღალჩინოსანს და შს-თა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თბილისის ვიცე-მერს შოთა ხიზანიშვილს. მათი ნაწილისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ნაწილისთვის კი გირაოს. დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია რამდენიმე მუხლით, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და უკანონო მოსმენისთვის. დაკავებულთა შორის არიან კუდ-ის დირექტორი ლევან ქარდავა და ამავე დეპარტამენტის რამდენიმე სამმართველსო უფროსები და მათი მაოდგილეები. ორი მათგანის ჩვენება დღეს გამოქვეყნდა პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე.
XS
SM
MD
LG