Accessibility links

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის ბავშვები


ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 17 ადამიანი, უმეტესწილად ქალები და ბავშვები. დაიჭრა ცხრა ადამიანი. აფეთქება მოხდა დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში. დაიღუპნენ მგზავრები, რომლებიც ქორწილში მიდიოდნენ მიკროავტობუსით. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG