Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მოკლეს ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაღესტანში ორი სხვადასხვა ინციდენტისას მოკლეს ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ორი ექსტრემისტი მოკლეს პარასკევს ქალაქ ხასავიურტთან განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. კიდევ ორი ექსტრემისტი იქნა მოკლული ავტომანქანაში მას შემდეგ, რაც ამ პირებმა, ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს იმავე რეგიონში. გამომძიებლები ცდილობენ მოკლულების ვინაობის დადგენას.
XS
SM
MD
LG