Accessibility links

logo-print

პუტინი ანტისემიტიზმში ადანაშაულებს „პუსი რაიოტის“ წევრს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს, ანტისემიტიზმში დაადანაშაულა ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი წევრი. პუტინის თქმით, ეს წევრი 2008 წელს მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელზეც მოითხოვდნენ მოსკოვის გათავისუფლებას ებრაელებისაგან. პუტინი ამ საკითხს შეეხო მას შემდეგ, რაც მასთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკრიტიკა „პუსი რაიოტის“ სამი წევრის დაპატიმრება, ეკლესიაში მოწყობილი, პუტინის საწინააღმდეგო აქციისათვის. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში. სამუცევიჩი თავდებით გამოუშვეს, ხოლო ალიოხინა და ტოლოკონიკოვა ორწლიან პატიმრობას იხდიან.
XS
SM
MD
LG