Accessibility links

logo-print

დახმარებას ითხოვს უბედურებაში ჩავარდნილი კიდევ ერთი ქართული ეკიპაჟი


ქართველ მეზღვაურთა კიდევ ერთი ეკიპაჟი ითხოვს შველას. ნიგერიული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის 12 ქართველი მეზღვაური, პანამის არხში სამი თვეა ნავსადგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ზღავში იმყოფება. გემის კაპიტნის თანაშემწემ გიორგი ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მეზღვაურებს მხოლოდ სამი დღის საკვებიღა დარჩათ, საწვავის უქონლობის გამო გემზე უკვე მეორე დღე გამოირთო შუქი, არ მუშაობს მაცივარი და გენერატორები და შესაძლოა მალე გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც ვეღარ შეძლონ. ასეთ კატასტროფულ ვითარებაში ქართველი მეზღვაურები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც გემის ნიგერიელმა მეპატრონემ ცოტა ხნის წინ მიატოვა დაზიანებული ეკიპაჟი, უარი თქვა გემის გარემონტებაზე და გაწყვიტა კონტაქტი დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან. ტანკერი „მარია დელ კარმენ 2“-ი ამჟამად პანამის სარეიდო სადგომზე პორტ ბალბოასტანთან იმყოფება და, როგორც გიორგი ჯანელიძემ გვითხრა სატელეფონო ინტერვიუში, ღვთის ანაბარად დარჩენილმა ეკიპაჟის წევრებმა გადაწყვიტეს საკუთარი გასაჭირი რადიო თავისუფლებისათვის ეამბნათ.
XS
SM
MD
LG