Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ჩავიდა


ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაფიკ აბდესლემი ღაზის სექტორში ჩავიდა, ისრაელსა და ჰამასს შორის შეტაკებების ფონზე. აბდესლემმა შაბათს ისრაელი დაგმო პალესტინელთა ანკლავზე მიტანილი საჰაერო იერიშების გამო - იერიშებს მიუღებელი, და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფი უწოდა. აბდესლემი არაბული ქვეყნების მეორე ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩავიდა ღაზაში. პარასკევს იქ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის, ჰიშამ ყანდილის ვიზიტი შედგა. ისრაელის ტელევიზიის თანახმად, საბრძოლო თვითმფრინავებმა წუხელ ღაზის სექტორზე 180-მდე საჰაერო იერიში მიიტანეს. განადგურებულია შტაბ-ბინა, სადაც პარასკევს ჰამასის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანიე თავის ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა. პალესტინელი ექიმების თქმით, ღამის შეტაკებებს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ღაზიდან ნასროლი რაკეტის აფეთქებას შაბათს ისრაელის ოთხი ჯარისკაცის დაჭრა მოჰყვა. ისრაელის სამხედროების ცნობით, მათ ღაზის გარშემო ყველა მთავარი გზა გადაკეტილი აქვთ და ის დახურულ სამხედრო ზონად არის გამოცხადებული, შესაძლო სახმელეთო ოპერაციის განხორციელების მიზნით.
XS
SM
MD
LG