Accessibility links

logo-print

საფრანგეთი: სირიის კოალიცია საფრანგეთში ელჩს დაასახელებს


საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის ოპოზიციური კოალიცია საფრანგეთში ელჩს დანიშნავს. ფრანსუა ოლანდი ამ განცხადებით დღეს გამოვიდა, სირიის ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელთან, მუაზ ალხატიბთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ. საფრანგეთი დასავლეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ოპოზიციური კოალიცია ოფიციალურად აღიარა სირიელი ხალხის წარმომადგენლად. პარიზი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია. აქტივისტების განცხადებით, ასადის სამხედრო ძალების მიერ მისი მმართველობის წინაღმდეგ მიმდინარე ამბოხების ჩახშობის მცდელობას 38,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG