Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ავარიას 47-მდე ბავშვი ემსხვერპლა


ეგვიპტეში 47-მდე ბავშვი შეეწირა ავარიას. ბავშვების ავტობუსს მატარებელი შეეჯახა. ქვეყნის ცენტრში მდებარე ასიუტის პროვინციის გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას აცნობა, რომ ავარიის შედეგად კიდევ 13 ბავშვია დაშავებული. ავტობუსში 4-დან 6 წლამდე ასაკის 60 ბავშვი იყო. ისინი სკოლას ექსკურსიაზე მიჰყავდა. კატასტროფა კაიროდან 356 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ეგვიპტის პრეზიდენტმა, მოჰამედ მურსიმ უკვე დაადასტურა ეგვიპტის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელის გადადგომა. ეგვიპტის სარკინიგზო სისტემას უსაფრთხოების კუთხით დიდი ხანია პრობლემები აქვს, რასაც მოძველებულ ტექნიკას და ცუდ მენეჯმენტს უკავშირებენ. ყველაზე მასშტაბური კატასტროფა 2002 წლის თებერვალში მოხდა. ქვეყნის სამხრეთისკენ მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 363 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG