Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ის თანამშრობლებთან მიმართებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებული 12 პირიდან 10-ს წინასაწარი 55-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დღესვე მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, 2 დღის წინ დაკავებული შსს- გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატმა. ის გუნავას დაკავებისს იარაღის და ნარკოტიკური საშუალეების ჩადებაზე საუბრობს. ამასთან, მთავარი პროკურორის განცხადებით, ორშაბათს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილს უფროსს დათა ახალასიას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG