Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანამის სარეიდო სადგურზე მყოფი ქართველ მეზღვაურთა ეკიპაჟი შველას ითხოვს


ქართველ მეზღვაურთა ეკიპაჟი, რომელიც პანამის სარეიდო სადგომზე, პორტ ბალბოასთან იმყოფება, კვლავ შველას ითხოვს. „ინტერპრესნიუსი“ გემის კაპიტნის თანაშემწეს, გიორგი ჯანელიძეს დღეს დაუკავშირდა და შეიტყო, რომ მეზღვაურებს ამოეწურათ საწვავის, წყლისა და საკვების რესურსი. ნიგერიის დროშით მცურავ ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის 12 ქართველი მეზღვაური სამი თვეა ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ზღვაში იმყოფება. გემის კაპიტნის თანაშემწემ გიორგი ჯანელიძემ გუშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურებს მხოლოდ ცოტა საკვებიღა დარჩათ, საწვავის უქონლობის გამო გემზე უკვე მეორე დღეა გამოირთო შუქი, არ მუშაობს მაცივარი და გენერატორები და, შესაძლოა, მალე გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც ვეღარ შეძლონ. ასეთ კატასტროფულ ვითარებაში ქართველი მეზღვაურები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც გემის ნიგერიელმა მეპატრონემ ცოტა ხნის წინ მიატოვა დაზიანებული გემი, უარი თქვა მის გარემონტებაზე და გაწყვიტა კონტაქტი დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან.
XS
SM
MD
LG