Accessibility links

ისრაელი მზად არის „მნიშვნელოვნად გააფართოოს“ ღაზაზე შეტევა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის „მნიშვნელოვნად გააფართოოს“ თავისი ოპერაცია ღაზის სექტორში. ნეთანიაჰუ ამ განცხადებით მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გამოვიდა, იმ ფონზე, როცა ისრაელი ღაზას ზღვიდან და ჰაერიდან უკვე მეხუთე დღეა ბომბავს. დაზიანდა მედიის ორი შტაბ-ბინა, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ჟურნალისტის დაჭრაზე. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზიდან ისრაელის ტერიტორიისკენ სამი რაკეტა ისროლეს. პალესტინელი ოფიციალური პირების თანახმად, 50 ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც ისრაელმა ოთხშაბათს შეტევა დაიწყო. ღაზიდან ნასროლმა რაკეტებმა სამი ისრაელელი იმსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ სურს ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზაში ასობით სამიზნეზე მიიტანოს იერიში, რათა შეწყდეს ისრაელისკენ რაკეტების სროლა.
XS
SM
MD
LG