Accessibility links

ბომბეიში ნაციონალისტი პოლიტიკოსის დაკრძალვას ათი ათასობით ადამიანი დაესწრო


ბომბეის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ინდუისტი ნაციონალისტი პოლიტიკოსის, ბალ თეკერეის დაკრძალვის და კრემაციის ცერემონიაზე დასასწრებად. თეკერეი შაბათს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეკერეიმ 1966 წელს დააფუძნა მემარჯვენე პარტია „შივ სენა“, რომელიც მახარაშტრას შტატში სამხრეთ ინდოეთიდან მიგრანტების ჩასვლის და ისლამის გავრცელების წინააღმდეგ გამოდიოდა. სამთავრობო გამოძიებამ თეკერეი დაადანაშაულა მუსულმანთა წინააღმდეგ ძალადობის გაღვივებაში 1990-იან წლებში, როდესაც შეტაკებებს ბომბეიში 1,000ს ადამიანზე მეტი ემსხვერპლა - თუმცა ბრალი მისთვის ოფიციალურად არ წაუყენებიათ. იგი ინდუისტებს მოუწოდებდა თვითმკვლელი მოიერიშეების გუნდების შექმნისკენ, მუსულმანების წინააღმდეგ შეტევის მიზნით.
XS
SM
MD
LG