Accessibility links

logo-print

თურქეთში ქურთმა პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს



თურქეთიდან მოსული ცნობების თანახმად, ასობით ქურთმა პატიმარმა შეწყვიტა შიმშილობის აქცია - რომელიც ქურთების უფლებების გაფართოების და ქურთთა გასამხედროებული ლიდერის, აბდულა ოჯალანისთვის ციხეში უკეთესი პირობების გამოყოფის მოთხოვნებით იმართებოდა. შიმშილობა ათობით პატიმარმა სექტემბრის შუა პერიოდში დაიწყო. თურქეთის ადამიანის უფლებების ასოციაციის ცნობით, პატიმრებმა დღეს შეწყვიტეს აქცია - მას შემდეგ, რაც მათ ამისკენ თავად ოჯალანმა მოუწოდა. აბდულა ოჯალანი - რომლის „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ქურთთა ავტონომიისთვის უკვე სამი ათწლეულია იბრძვის - 1999 წლიდან პატიმრობაში იმყოფება. თურქეთი მას 40,000 ადამიანის სიკვდილში სდებს ბრალს. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ თურქეთი, აშშ და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG