Accessibility links

შსს-ის გენინსპექციის ყოფილ უფროსს გირაო შეეფარდა


საქართველოს მედიაში გავრცელებული ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას 10,000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ამ ცნობას გუნავას ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც იუწყებიან, გუნავა თანხის გადახდისთანავე განთავისუფლდება. შაბათს გუნავას დაცვის მხარემ მთავარ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გუნავას დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი 2013 წლის 3 იანვარს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG