Accessibility links

კიშინიოვი: დნესტრისპირეთში რუსეთის წარმომადგენლობა არ გაფართოვდება


მოლდავეთის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის წინადადება დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ტერიტორიაზე საკონსულოს გახსნის შესახებ. ნოკოლაე ტიმოფტიმ ტირასპოლში რუსეთის საკონსულოს გახსნის გეგმაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც კრემლის წარმომადგენლები კრიტიკით გამოეხმაურნენ მოლდავეთის გადაწყვეტილებას შეუერთდეს ევროპულ ენერგეტიკულ ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობელ სახელმწიფოებში რუსეთის გაზის გიგანტის, გაზპრომის დომინაციის შემცირებას. ტიმოფტის განცხადებით, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთიდან თავისი სამხედროების გაყვანამდე ის რუსეთის საკონსულოს გახსნას არ დათანხმდება. დნესტრისპირეთში რუსეთის 1,200 კაციანი კონტინგენტია განთავსებული მას შემდეგ, რაც ეს არაღიარებული რუსულენოვანი რეგიონი მოლდავეთის ცენტრალურ მთავრობას გამოეყო, 1992 წლის ხანმოკლე ომის შედეგად.
XS
SM
MD
LG