Accessibility links

logo-print

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი გირაოთი გაათავისუფლეს


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გუნავას ადვოკატის სიტყვებზე დაყრდნობით, სააგენტო იუწყება, რომ ოჯახმა თანხა საღამოს გადაიხადა. გირაოთი გათავისუფლება გუნავას დღეს უფრო ადრე შეეფარდა. შაბათს გუნავას ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებისას, გუნავას იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი 2013 წლის 3 იანვრისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG