Accessibility links

ობამა მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას


პალესტინელი ექიმების ცნობით, ღაზის სექტორში მდგარ სახლზე ისრაელის მიერ დღეს მიტანილ საჰაერო იერიშს ათი სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. პარალელურად, ისრაელის სამხედრო სტრუქტურების ცნობით, დღეს ჩამოგდებულ იქნა თელ-ავივის მიმართულებით ნასროლი ორი რაკეტა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ღაზიდან ნასროლი რაკეტებისგან; თუმცა დასძინა, რომ „უმჯობესი იქნებოდა“, ღაზის კრიზისი ისრაელის სამხედრო მოქმედებათა ინტენსიფიკაციის გარეშე გადაწყდეს. უფრო ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის „მნიშვნელოვნად გააფართოვოს“ თავისი ოპერაცია ღაზის სექტორში. ნეტანიაჰუ ამ განცხადებით მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გამოვიდა. ისრაელი ღაზას ზღვიდან და ჰაერიდან უკვე მეხუთე დღეა ბომბავს. საზღვართან მობილიზებულია ისრაელის ათასობით ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა, შესაძლო ქვეითი ოპერაციის განხორციელების მიზნით.
XS
SM
MD
LG