Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა კვირას განაცხადა, რომ ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ისრაელსა და ჰამასის მეამბოხეების შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. ბან კი-მუნი ეგვიპტეში დღეს უნდა ჩავიდეს. ის შეხვდება ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მორსის. ეგვიპტე ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის მუსულმანურ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. მუჰამედ მორსი აქტიურად შუამავლობს ისრაელის მთავრობასა და ჰამასის ლიდერებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არ არის დაზუსტებული გაეროს გენერალური მდივნის ისრაელში ვიზიტის დრო.
XS
SM
MD
LG