Accessibility links

logo-print

ავღანეთი „საპატიმრო შეთანხმების“ დარღვევაში აშშ-ს ადანაშაულებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ ავღანელების დაკავებას და დაპატიმრებას, რაც ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას არღვევს. კვირას გაკეთებულ განცხადებაში კარზაიმ აღნიშნა, რომ ავღანელი მოსამართლეების მიერ გამოტანილი განთავისუფლების განაჩენის მიუხედავად, ზოგიერთი ავღანელი კვლავ რჩება ამერიკელთა პატიმრობაში, რაც ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, „სრულიად ეწინააღმდეგება მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხებას.“ ავღანეთმა და აშშ-მა პატიმრების გადაცემის შესახებ შეთანხმებას მარტში მოაწერეს ხელი. მაშინ, კარზაიმ ეროვნული სუვერენიტეტის გამარჯვება უწოდა ბაგრამის ციხის გადაცემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. აღნიშნულ ციხეში 3000 მდე პატიმარი იმყოფება. მაგრამ ბაგრამის გადაცემის პროცესი შენელდა იმის გამო, რომ ვაშინგტონის მტკიცებით ავღანეთი არ არის მზად, რომ განახორციელოს დაპატიმრებულთა თავისუფლების აღკვეთის პირობები.
XS
SM
MD
LG