Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი „სირიის მოწესრიგების“ კონფერენციას მასპინძლობს


ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით თეირანი მასპინძლობს ერთდღიან კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ომის შეწყვეტას სირიაში და სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობენ 200-მდე ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები და სირიის ეროვნული თანხმობის მინისტრი ალი ჰაიდარი. ირანის სახელმწიფო მედია არ ფლობს ინფორმაციას ესწრებიან, თუ არა თეირანის კონფერენციას სირიის დევნილობაში მყოფი ანდა მეამბოხე ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები. ბევრი ოპოზიციური ჯგუფი არ ენდობა ირანს, რომელიც მათი მთავარი მოწინააღმდეგის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მთავრ მოკავშირედ ითვლება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციისათვის მძიმე შეიარაღების გადაცემა „ორგანიზებული ტერორიზმის“ რისკს შეიცავს და, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ჩააგდოს მთელი რეგიონი. თეირანის კონფერენცია აღიქმება, როგორც რეაქცია გასულ კვირას ყატარში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელზეც სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა შექმნეს ახალი კოალიცია ასადის რეჟიმის დასამხობად.
XS
SM
MD
LG