Accessibility links

logo-print

მთავარ პროკურორს მიმართავს შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი


შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მისი დაკავების ობიექტურად გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს. გუნავა ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გასულ კვირაში დააკავეს და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გუნავამ განაცხადა, რომ ყალბი ბრალდებით მისი დაკავება ხელისუფლების მხრიდან შურისძიებაა, რადგან ბაჩო ახალაიას მეგობარი და თანამოაზრეა. შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის განცხადებას, რომ მას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, სიცრუე უწოდა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ თენგიზ გუნავას შეუძლია იდავოს.
XS
SM
MD
LG