Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს დასაკავებელ პირთა პოლიტიკური მოტივით შერჩევას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დასაკავებელ პირთა პოლიტიკური მოტივით შერჩევას კატეგორიულად უარყოფს. მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა დაკავება სრულიად კანონიერად და სამართლიანად ხდება. მინისტრის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები ცდილობენ აღმოფხვრან უკანონობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მკვიდრდებოდა. "თუ ოპონენტები პოლიტიკურს უწოდებენ სერიოზული დანაშაულის, კიბერშეტევისთვის ადამიანების დაკავებას, ეს მათი უფლებაა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დანაშაულის გამოვლენისას პირის პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კრიმინალს ადეკვატური რეაგირება სჭირდება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც შსს-მ მისი ხელმძღვანელობისას დააკავა, "ქართული ოცნების" ქარელის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.
XS
SM
MD
LG